fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნინო ლომჯარია ჟურნალისტებზე თავდასხმების გახშირებულ ფაქტებს ეხმიანება

19:40 ივლისი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

სახალხო დამცველი ჟურნალისტებზე თავდასხმების გახშირებულ ფაქტებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

„საგანგაშოა ბოლო პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა, რამაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ, ფაქტობრივად ყოველდღიური ხასიათი მიიღო.

ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებული და განსხვავებული აზრის მიმართ კიდევ უფრო შეუწყნარებელი გახდა, განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ. სამწუხაროდ, მსგავსი ქმედებების დაგმობის ნაცვლად მათი მხრიდან ხშირად ვხედავთ ჟურნალისტების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას, საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის შემთხვევების პოლიტიკურ გამართლებას, რაც ახალისებს ძალადობრივ ფონს მედიის წარმომადგენლების მიმართ.

ამასთან, სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყველა მსგავს შემთხვევაზე დროული, მკაცრი და ეფექტური რეაგირება არ ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ 5-6 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით ამ დრომდე არ მომხდარა ორგანიზატორი პირების გამოვლენა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება, რაც დაუსჯელობის სინდრომს წარმოშობს.

აღნიშნულის შედეგად საფრთხე ექმნება ჟურნალისტური საქმიანობას, ამასთან უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ამან შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს მედის წარმომადგენლებზე და უბიძგოს თვითცენზურისკენ, რაც დააზიანებს მედიის თავისუფლებას.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი, პლურალისტური და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით. სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა დაიცვას ჟურნალისტების, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი პირების უფლებები და მიიღოს შესაბამისი ზომები მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს:

საქართველოს გენერალურ პროკურატურას/შინაგან საქმეთა სამინისტროს

დროულად მოახდინონ რეაგირება ჟურნალისტების მიმართ 5-6 ივლისს და შემდგომ პერიოდში გამოვლენილ თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებასთან და სამართალდარღვევასთან დაკავშირებით და გაასაჯაროვონ შედეგები, მათ შორის 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირების (ორგანიზატორების) გამოვლენისა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიმართულებით

პოლიტიკური თანამდებობის პირებს

არ დაუშვან ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და ჟურნალისტებზე ძალადობა, საზოგადოებას მისცენ კარგი მაგალითი, არ მოახდინონ ჟურნალისტების დისკრედიტაცია, მიუხედავად მათი კრიტიკული მოსაზრებებისა და საჯაროდ დაგმონ მათ მიმართ ჩადენილი მსგავსი ფაქტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: ნინო ლომჯარიაომბუდსმენიძალადობა ჟურნალისტებზე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

დეკემბერი 12, 2021
937
მთავარი ამბავი

დღეს ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც – ნინო ლომჯარია

დეკემბერი 12, 2021
5.3k
მთავარი ამბავი

ამ დროისთვის არ მაქვს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება არსებობს – ნინო ლომჯარია

დეკემბერი 10, 2021
901

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია