fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნინო ქადაგიძის დანიშვნა ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამოწურა ყველა შესაძლებლობა – ანა დოლიძე

16:43 ოქტომბერი 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

„ნინო ქადაგიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში არ უნდა ვეძიოთ მთავარი, რომელიც უნდა ახასიათებდეს მოსამართლეს – თავისუფალი, გაბატონებული ძალებისაგან განსხვავებული აზროვნება, შესაძლებლობა, რომ დაუპირისპირდეს თუნდაც ყველაზე სერიოზულ და ძლიერ ძალას,“ – ასე აფასებს  დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანა დოლიძე საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის დანიშვნას.

„ნინო ქადაგიძე მთელი დეკადის განმავლობაში იყო უშუალო, პირდაპირი და აბსოლუტურად მორჩილი შემსრულებელი ხელისუფლებების დაკვეთების. ეს არის მოსამართლე, რომელიც არასოდეს გამოირჩევა მოსამართლისთვის დამახასიათებელი თვისებით – დამოუკიდებელი, განსხვავებული და თავისუფალი აზროვნებით. სისტემა, კლანი, ხელისუფლება ამ შემთხვევაში ნინო ქადაგიძის სახით ახალისებს მორჩილებას. იგი ნაცმოძრაობის მმართველობამდეც იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, წინა ხელისუფლების დროს შეინარჩუნა თანამდებობა და ახლა წახალისდა ამ ხელისუფლების დროს, რადგან არის კარგი გამფორმებელი, კონფორმისტი პოლიტიკური ნებისა,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

დოლიძის თქმით, ამ ხელისუფლებამ ამოწურა ყველა შესაძლებლობა, რაიმე ცვლილება განახორციელოს სასამართლოში.

„ჩათვალეთ რომ ვართ ბრეჟნევის ეპოქის მმართველობის ხანაში. ჭაობი გვაქვს როგორც ქვეყანაში, ასევე სასამართლოში. არავითარი მუხტი, არავითარი რეფორმა და ცვლილება ამ ხელისუფლების პირობებში არ იქნება.  პროგრესი და წინსვლა ჩვენ სასამართლოსთან მიმართებაში ამ ხელისუფლების პირობებში არ გვექნება. ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თუ გვინდა სწრაფი გადაწყვეტილებები, მეტი ინვესტიციები და სამუშაო ადგილები,“ – აღნიშნავს ანა დოლიძე.

დაგაინტერესებთ: რა ვიცით იუსტიციის საბჭოს ახალ თავმჯდომარეზე? – ქონება, ფინანსები და გახმაურებული საქმეები

თეგები: ანა დოლიძენინო ქადაგიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

აგვისტო 21, 2021
787
პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

აგვისტო 14, 2021
792
პოლიტიკა

არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შევარჩევთ კანდიდატს, რომელიც სამართლიანად ჩაატარებს არჩევნებს – ანა დოლიძე

ივლისი 2, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია