სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობის დანიშვნას ეხმაურება.
როგორც სახალხო დამცველი ამბობ, აქამდე პანსიონში ჩასვლისგან კიდევ იმიტომ იკავებდნენ თავს, რომ არ სურდათ ბავშვებზე ზედმეტი ზეწოლა განხორციერებულიყო.
„შევხედავთ რამდენიმე დღე როგორ განვითარდება მოვლენები და იმედი გვაქვს სახალხო დამცველის მანდატის განხორციელებას არ შეექმნება პრობლემები და არ გახდება ჩვენი იქ შესვლა ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის საფუძველი.
ჩვენ ასევე დავაკვირდებით, ხომ არ შეჩერდება ბავშვებს გამოყვანა პანსიონიდან. თუ დავინახეთ, რომ ეს პროცესი შეჩერდა, მივიღებთ დაუყონებლივ გადაწყვეტილებას რომ ჩავიდეთ ადგილზე“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის პანსიონს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი უხელმძღვანელებს.
ნინოწმინდის პანსიონს წლების მანძილზე სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავდა. მეუფე სპირიდონის მმართველობის დროს სახალხო დამცველს პანსიონში არ უშვებდნენ.










