კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით ნიუ-იორკში ახალი შეზღუდვები დაწესდება.
ახალი წესების თანახმად, რომელიც ძალაში მიმდინარე კვირის პარასკევიდან შედის, ბარები, რესტორნები და სპორტდარბაზები 22:00 საათისთვის დაიხურება, საზოგადოებრივ ადგილებში კი 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აიკრძალება.
ქალაქის მერის თქმით, თუკი გავრცელების მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს, ქალაქის საჯარო სკოლის სისტემა დაიხურება და მოსწავლეები სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.
ბილ დე ბლაზიომ შეზღუდვები კორონავირუსის მეორე ტალღის შეჩერების „უკანასკნელ შანსად“ შეაფასა.











