TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე აუდიოჩანაწერების საქმეზე, დღეს, 16 მარტს, პროკურატურაშია დაბარებული.
მელაძის თქმით, საგამოძიებო უწყებებს წყაროს შესახებ არანაირ ინფორმაციას არ მიაწვდის.
ცნობისთვის, გუშინ, 15 მარტს ჟურნალისტი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც მისი და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.











