სუს-ში დასმული კითხვები ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაშია“ გაასაჯაროვა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი კითხვა იყო, როდის და ვისგან გაიგო, გიორგი გაბუნიას მკვლელობა, რომ იგეგმებოდა.
„პირველი რაც გამოძიებას აინტერესებდა და მკითხეს, იყო ის, თუ როდის გავიგე, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.
ჩვენ ძალიან ღიად ვუთხარით კონტრ ტერორისტული ცენტრის გამომძიებლებს, ამის შესახებ „მთავარი“ არხის დირექტორის ბრიფინგიდან შევიტყვეთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის მიმართ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია.
სუსისგან ვერაფერი მოვისმინეთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საჯარო ბრიფინგით, ვერაფერი ვერ გვითხრა.
მერე იყო პროკურატურის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საქმეზე დამაგრებული არის ფარული აუდიო და ვიდეო მასალა, თუმცა მაინც ვერაფერი ვერ გავიგეთ. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს რეალურად რა ხდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის გარშემო.
ამიტომ დავგეგმეთ ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიების მომზადება. მათ გვკითხეს, ეს ჟურნალისტური გამოძიება თქვენით მოიფიქრეთ თუ ვინმემ დაგიკვეთათო.
ბუნებრივია ამაზე გამეღიმა და ვუთხარი, რომ რადგანაც არსებობდა ამ თემაზე ასეთი საზოგადოებრივი ინტერესი, ჩვენ გადავწყვიტეთ ჟურნალისტური გამოძიება და მოპოვებული დოკუმენტები და ჩვენს მიერ იყო გაჟღერებული ეთერში.
როგორც აღმოჩნდა უსაფრთხოების სამსახურის ყურადღების ეპიცენტრშიც მოექცა. “ – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა.
დაკავებული ვასამბეკ ბოკოვია, თუმცა შესაძლოა ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ იყოს.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ამ შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო – ცნობილი ჟურნალისტი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ ვლადიმერ პუტინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.











