ნორვეგია ვაქცინების დოზების მიღების ინტერვალს ამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი 12 კვირიდან 9 კვირამდე შემცირდება.
„ვაქცინების დოზების მიღების ინტერვალის შემცირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის სტრატეგიის ნაწილია, რათა მოსახლეობის სწრაფად ვაქცინაცია უზრუნველყოს“,- აცხადებენ ნორვეგიის ჯანდაცვის სამისნიტროში.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ნორვეგიაში მოსახლეობის იმუნიზაციისთვის Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინებს იყენებენ.











