ნორვეგიამ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში AstraZeneca/Oxford-ის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილებით ნორვეგია საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას შეუერთდა.
ნორვეგიას ასევე სურს კორონავირუსის ვაქცინების პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 3-6 კვირამდე გაზარდოს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ნორვეგიაში კორონავირუსის 75,770 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 632 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 66,014 -ს შეადგენს.











