ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამკაცრებაა საჭირო.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„კიდევ ერთი აღმართი უნდა ავიაროთ. შეზღუდვების მოხსნამდე მისი გამკაცრებაა საჭირო“,- განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.
ნორვეგიაში არასაჭირო მაღაზიები დახურულია, რესტორნები კი მხოლოდ მიტანის სერვისზე მუშაობენ.
ქვეყანაში კოვიდის ბრიტანული შტამი დომინირებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ნორვეგიაში კორონავირუსის 74,942 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 632 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 66,014 -ს შეადგენს.











