მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებულია. იგი ერთადერთი მამაკაცი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელმაც ყველა მასტერსის ტურნირის მოგება შეძლო.
2016 წელს, ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში ექვსი მასტერსის ტიტული მოიგო. მას ასევე ხუთჯერ აქვს მოგებული წლის შემაჯამებელი ტურნირი. სულ, სერბმა ჩოგბურთელმა კარიერაში ATP-ის 79 ტურნირი მოიგო ერთეულებში.











