“პირველ რიგში, ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. აუცილებლად, ვაქცინა უნდა იყოს უფასო. ეს არის ორი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვერ ავცდებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ. არავითარ შემთხვევაში ინტერნეტში არ იყიდოთ არც წამლები და არც ვაქცინები, ეს ყველაფერი არის ფეიკი. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არც ერთი ვაქცინა და არც ერთი წამალი არ დაამტკიცა.
ვაქცინაცია დაიწყო უკვე გუშინ, ფაიზერის ვაქცინაცია დაიწყო ევროპაში, მოდერნას ვაქცინა დაემატა კიდევ შეერთებულ შტატებში და ალბათ ასტრაზენეკაც დაემატება იანვრის დასაწყისში ბრიტანეთში. ეს არ არის მთლიანად დამტკიცებული ვაქცინები. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ომის წინა ხაზზე. მთელი მსოფლიო, მათ შორის მეც დავიღალე პირბადით სიარულით. ან ჩვენ ვაგრძელებთ პირბადეებით ცხოვრებას კიდევ 5 წელი, ან არის მეორე საშუალება, ეს არის ვაქცინაცია. ერთადერთი ვაქცინაცია იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს 70-80% იქნება ვაქცინირებული. თუ იქნება ნაკლები ვაქცინაცია, ეს ვაქცინაცია არ იმუშავებს.
ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა კოვიდი, იმას უკვე ვაქცინაცია არ უნდა, იმიტომ რომ მან ნატურალურად მიიღო იმუნიტეტი, რომელიც დაახლოებით 5-6 თვე ექნება. ამიტომ, ვაქცინაციის პროცესი მარტივი არ არის,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.