„შეზღუდვების სწრაფად მოხსნამ, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება გამოიწვიოს“,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავრმა სამედიცინო მრჩეველმა, პროფესორმა კრის უიტმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების სწრაფად მოხსნა კოვიდის რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს , რომლებსაც ვაქცინაცია ჯერ არ გაუკეთებიათ, საფრთხეს შეუქმნის.
„ბევრი ადამიანი შეიძლება ფიქრობს, რომ კოვიდ პანდემია დასრულდა. ეს ასე არაა. ნუ ფიქრობთ ამას. ადვილია დაივიწყო ის, თუ რამდენად მარტივად შეიძლება სიტუაცია ისევ გაუარესდეს“,- აცხადებს უიტი.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4,228,998 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 124,797 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3,315,934-ს შეადგენს.











