“იგივეს რომ აგრძელებს „ქართული ოცნება“, რისთვისაც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ გავუშვით, ეს არის დღეს ჩემი აღშფოთების საგანი. დღეს „ქართული ოცნება“ იწერს, „ქართული ოცნება“ აქვეყნებს, მათ შორის, ქალების პირადი ცხოვრების კადრებს, რაც არ უკადრებია მართლა „ნაციონალურ მოძრაობას“,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე მოუწოდებს ბერა ივანიშვილს ოჯახის შეურაცხყოფის გამო მლანძღველებს პასუხი თავად გასცეს.
„10 წლის წინანდელიც რომ იყოს ეს ჩანაწერი, 10 წლის წინანდელი დანაშაულიც დანაშაულია და გარდა ამისა, არის აბსოლუტურად დამადასტურებელი საბუთები იმისა, რომ ეს არ არის 10 წლის წინანდელი ჩანაწერი. 10 წლის წინანდელი ჩანაწერი რომც იყოს და 15 წლის ბავშვებს, რომ ატერორებდნენ, ეს ნორმალურია? ბერა ივანიშვილმა აღიარა, აღიარებითი ჩვენება მისცა და თქვა, რომ ეს ასე იყო და ამის მერეც თუ ვინმე გააკეთებს ამასო, იმავეს ვიზამო. ოღონდ ეს არ იყო ბერა, მე არ ვარ განწყობილი 26 წლის ლაწირაკზე ვილაპარაკო, რომელიც თავზე დაგვასვეს, თუმცა, მე ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს არ იყო ბერა ივანიშვილის სიტყვები, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გახმოვანებული ბერას პირით, რომელმაც გვითხრა, რომ ყველას ჩაგყვებით ბოლომდე, ვინც ჩემს ოჯახს შეეხებით და ჩემს ინტერესებსო. რაც შეეხება ბერას, ნუ შეარჩენს, წავიდეს და თუ ასეთი მაგარი ბიჭია, თვითონ მოარტყას ცხვირში. დედას გეფიცებით აუცილებლად ტაშს დავუკრავ,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.











