„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოფისზე რაიმე სახის თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია“,- ასე გმოეხმაურა უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმას.
„თავდამსხმელები დაკავებული არიან, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან. „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ეს ხომ კონტრპროდუქტიულია მმართველი პარტიისთვის და ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება. ამიტომ ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, ამას არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ა.შ.“,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააზიანეს. ფაქტზე შსს-მ ოთხი ადამიანი დააკავა.










