ამ წუთებში თბილისის საკრებულოში პირველი სხდომა ტარდება.
სხდომას ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“ ესწრება. ოპოზიციონერებს ნუგზარ ფუტკარაძის გამოსახულებიანი მაისურები აცვიათ.
სხდომის დასწრებამდე საკრებულოს წევრებმა ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
პირველ სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე იმსჯელებენ. გაიმართება საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევნები, ასევე მოხდება ფრაქციების, კომისიების დაკომპლექტება.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს. საუბარია ახალი მოწვევის საკრებულოს წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.








