“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მის პარტიას არ სურს, რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ სკანდალურ გამონათქვამებთან, რომელიც შალვა ნათელაშვილმა “რეაქციაში” გააკეთა.
„ჩვენ გვაქვს საკუთარი ტერმინოლოგია. ჩვენ ვხმარობთ სიტყვებს იმ შეფასებებისთვის, რომელთა გამოთქმაც გვსურს. არ გვინდა, რომ ხეებზე ჯდომასთან და მოღალატეებთან დაკავშირებით გამონათქვამებთან რაიმე კავშირი გვქონდეს“, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა მარინა კალიურანდს რუსი დეპუტატი უწოდა.











