ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა თავისი საბოლოო ანგარიში, რომელიც ეფუძნება შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის (LEOM) შედეგებს საქართველოში, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს. საბოლოო დოკუმენტში ჩამოთვლილია რეკომენდაციები, რათა საქართველოს საარჩევნო სისტემა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს დაუახლოვდეს.
ანგარიშის თანახმად, პრიორიტეტულია:
1.თანმიმდევრული საარჩევნო ჩარჩოს უზრუნველყოფა, ინკლუზიური კონსულტაციების პროცესით;
2.საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა მისი მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაზრდელად;
3. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კოლეგიურად და საჯარო სესიებზე ყველა არსებითი საკითხის განხილვა;
4. იმ ბრალდებების სათანადო გამოძიება, რომელიც ეხება ამომრჩეველთა და საარჩევნო შტაბის თანამშრომლების დაშინებას;
5. საარჩევნო დავების გადაწყვეტის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს გამარტივება.
6. ყველა სახის საარჩევნო დავების განხილვა კომისიების მიერ კოლეგიურად და ღია სხდომებზე.
7. საარჩევნო კოდექსში ხმების გადათვლისა და ბათილად ცნობის მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები განსაზღვრა.
8. უფასო საეთერო დროის გამოყოფის და სარეკლამო თანხების გაცემის სისტემის შესწორება, საარჩევნო კამპანიის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. სრულად, ეუთოს საბოლოო ანგარიში ნახეთ აქ.











