ოჰაიოს მერის განცხადებით, 9 მარტი კორონავირუსის გარდაცვლილთა ხსენების დღედ დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, ყოველ წელს ამ დღეს პატივს კოვიდის მსხვერპლებსა და იმ ადამიანებს მიაგებენ, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანეს.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოჰაიოში ვირუსს 17,501 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











