fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ოჯახის ახლობელი: პოლიციამ ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკა ჩაატარა 

16:29 ოქტომბერი 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.5k
ნახვა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შეიარაღებულ თავდასხმაში სავარაუდო ეჭვმიტანილის ბადრი ესებუას საცხოვრებელ სახლი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ ოჯახის ნათესავმა მამია ილორდავამ განუცხადა.

მისი თქმით,  სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც საგამოძიებო, ისე სამძებრო სამუშაო მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ოჯახის წევრებიც გამოკითხეს. ილორდავა არ გამორიცხავს და არც უარყოფს რომ შესაძლოა, ბადრი ესებუა იყოს ბოროტმოქმედი. როგორც ის ამბობს, გამოძიება უკვე მუშაობს და შედეგებს ელოდება. როგორც მამია ილორდავა, ისე ბადრი ესებუას ბიძაშვილი ელენე ესებუა სხვა ბანკის თანამშრომლები არიან.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ  ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებულმა პირმა ბანკის ანამშრომლები მძევლად აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში დატყვევებულთა დახოცვით იმუქრებოდა.

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდამსხმელმა შენობა 3 მძევალთან ერთად დატოვა, მათ შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გალდავა.

შეიარაღებული პირი დაკავებული არ არის.

 

ავტორი: თეა შონია

თეგები: საქართველოს ბანკისპეცოპერაცია ზუგდიდში

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სამგზავრო ბარათის შეძენის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკი„ განცხადებას ავრცელებს

იანვარი 9, 2022
805
მთავარი ამბავი

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

სექტემბერი 12, 2021
769
სამართალი

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

აპრილი 17, 2021
2.3k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია