საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ეწ. სასამართლო პროცესი ცხინვალში 25 იანვარს გაიმართება, – ინფორმაცია ქართულმა მხარემ ამოქმედებული ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშობს და მოლამაპრაკებებს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად – ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“ – აცხადებენ სუს-ში.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმე დღეს განიხილა. სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე რამდენიმე მოწმე და ბრალდებული დაიკითხა.
ზაზა გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავება: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.











