საოკუპაციო რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანთან 65 წლამდე ასაკის მწყემსი დააკავა.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა განუცხადა, მამაკაცი რუსმა სამხედროებმა სოფლის საძოვარზე დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავეს.











