fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ოკუპანტი რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტების შეხვედრის დეტალები, რომელიც ამ დროისთვის გასაჯაროვდა

01:13 ნოემბერი 13, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.8k
ნახვა

12 ნოემბერს, სოჭში დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

მთავარი აქცენტები, რომლებიც ამ შეხვედრაზე გაისმა აფხაზურმა მედიამ ე.წ. სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაასაჯაროვა.

როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, “მოძმე” აფხაზეთს ღიად შეახსენა დიდმა “პატრონმა” ეკონომიკური დახმარების შესახებ, რომელსაც რუსეთი უწევს მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს. ასევე, შეახსენა, რომ პანდემიასთან საბრძოლველად რუსეთმა გულმოწყალეობა გამოიჩინა და რუსი ექიმები გაგზავნა. 

ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტი და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი  – რუსული რუბლი და რუსი ექიმები რუსეთის მიერ ანექსირებულ საქართველოს ტერიტორიაზე

“ძვირფასო ასლან “გეორგიევიჩ“, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა! ჩვენ ბოლოს ერთმანეთს მოსკოვში, გამარჯვების აღლუმზე შევხვდით. ახლა მოგვეცა შესაძლებლობა, მშვიდ ატმოსფეროში ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები.

სამწუხაროდ, პანდემია გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთი ნომერ პირველი პარტნიორი რჩება, რესპუბლიკის (აფხაზეთის) მთლიანი ეკონომიკური ბრუნვის 70 პროცენტზე მეტი რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული.

ჩვენ თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები გვაქვს, ტურიზმზე არ ვსაუბრობ, მაგრამ აქ არის სხვა კომპონენტებიც: სოფლის მეურნეობა, ტელეკომუნიკაციები. ეს ყველაფერი დღეს ჩვენი განხილვის საგანი უნდა იყოს.

ვიმედოვნებ, რომ მნიშვნელოვანი დახმარებაა რუსი ექიმების ჩართვა რესპუბლიკაში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვიცი, რომ ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ გუდაუთის საავადმყოფოს “წითელ ზონაში”. თავდაცვის სამინისტროს მიერ იქ განთავსებულია მობილური საავადმყოფო, სამხედრო ექიმებიც მუშაობენ.

ყველა ეს და სხვა საკითხი, რომლებიც, როგორც ისინი ამბობენ, ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს, დღეს ჩვენ შეგვიძლია მშვიდად განვიხილოთ თქვენთან ერთად, აჩქარების გარეშე, აქ, შემდეგ კი – საუზმეზე.” – ასე მიმართა პუტინმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს.

აფხაზური მადლობა პუტინის რუსეთს და ფართოდ გაღებული კარი (არა) სასურველი სტუმრისთვის

 

ასლან ბჟანიას მიმართვა ვალდიმერ პუტინს:

“გმადლობთ. მადლობას გიხდით ამ შეხვედრისთვის. ჩვენი შეხვედრა ამ ფორმატში პირველად ტარდება. მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხის სახელით რუს ხალხს, პირადად თქვენ, ვლადიმერ “ვლადიმიროვიჩ”, იმ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში თქვენ გვიწევთ. ამისთვის მადლიერები ვართ. მეგობრები, როგორც მოგეხსენებათ, რთულ სიტუაციებში ამოიცნობენ: ცოტა ხნის წინ, პანდემიასთან ბრძოლაში,კიდევ ერთხელ ვიგრძენით ეს მხარდაჭერა.

როტაციის საფუძველზე, რამოდენიმე თვის განმავლობაში რუსი ექიმები მოდიან ჩვენს საავადმყოფოში გუდაუთაში. და ეს, უდავოდ, ფასდაუდებელი წვლილია ამ პირობებში. მადლობელი ვართ ამ ყველაფრისთვის.

აფხაზეთის ხელმძღვანელობა აპირებს იმ შეთანხმებების განხორციელებას, რომლებიც ხელმოწერილი იქნა დიდ ხელშეკრულებაში, სხვა უწყებათაშორის ხელშეკრულებებში, რადგან ეს სრულად აკმაყოფილებს აფხაზეთის ინტერესებს, ეს ყველაფერი მოქმედებს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.

მინდა ყურადღებას გაამახვილოთ ამაზე: თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ ჩვენთან, აფხაზეთში, გეპატიჟებით და გვეწვიეთ.” – განუცხადა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტს.

შეხვედრით კმაყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა პუტინთან აუდიენციის შემდეგ, შეხვედრის შედეგები შეაჯამა: 

”რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგები, უდავოდ, სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორთან. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი და ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხები, ”- თქვა  ასლან ბჟანიამ. 

 

აფხაზეთიდან გამოდევნილი ქართველები და ყარაბაღელი ლტოლვილები საქართველოში

 

არის თუ არა “სხვა საკითხებს” შორის ქართველი დევნილების დაბრუნების ნაცვლად, მათი ადგილების დაკავების საშიშროება ყარაბაღელი ლტოლვილების მიერ? – ბჟანიას განცხადების საკვანძო თემა… 

ბჟანია მეხუთედ ჩავიდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსეთში, თუმცა ლუი IV-ისა და სულხან-საბას შეხვედრის მცდელობის არ იყოს, მხოლოდ ახლაღა შეხვდა პუტინს.  მანამდე მოსკოვში კრეფდა სოკოს, ესწრებოდა ქარხნების გახსნას, ახვედრებდნენ მეორე ხარისხოვან რუს პოლიტიკოსებს…  თუმცა, სანატრელი შეხვედრა ბჟანია-პუტინს შორის, ბოლოს და ბოლოს შედგა…  რუსეთის მხრიდან “შეხსენება” და  აფხაზური “მადლობა” რომ არ იქნებოდა პუტინის მასპინძლობის მთავარი მიზანი, ცხადზე უცხადესია. იმის გათვალისწინებით, რომ მთიან ყარაბაღში პუტინის “სამშვიდობო” ძალები შევიდნენ და რეგიონში კვლავ ახალი საოკუპაციო ზონა სულ რამდენიმე დღეა, რაც გაჩნდა, სავარაუდოა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტუმართმოყვარეობა და ბჟანიას რუსული ვოიაჟი სწორედ ამ საკითხს უკავშირდება.

ასევე, საგულისხმოა დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, ახრა ავიძბას ხმაურიანი განცხადება ყარაბაღელი ლტოლვილების შესახებ, რომელსაც აფხაზეთში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

 

„რთულ სიტუაციაში ადამიანებს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ, როგორც ეს ჩვენს ისტორიაში არაერთხელ გაუკეთებიათ წინაპრებს“, – დაწერა სოციალურ ქსელში ავიძბამ.

 

ამის შემდეგ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობიდან ახრა ავიძბა 9 ნოემბერს გადადგა. ის მედიასთან საუბრობდა მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების დერეფნის გახსნის აუცილებლობაზე.

ავიძბას მიაჩნდა, რომ თანამემამულეებს, პოლიტიკურ ძალებს და აფხაზეთის სომხურ დიასპორას უნდა მიემართა აფხაზეთის ლიდერის ასლან ბჟანიასთვის, რათა “არხთა რესპუბლიკიდან ლტოლვილთა დერეფანის” გახსნის შესახებ  ბჟანიას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განეხილა…

 

თეგები: ასლან ბჟანიავლადიმერ პუტინი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ბაიდენი: პირდაპირი ვიყავი პუტინთან საუბრისას. მკაფიოდ ვუთხარი, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, ისეთი ეკონომიკური შედეგი, როგორიც მას არასდროს უნახავს

დეკემბერი 9, 2021
875
მსოფლიო

ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ვიდეოსამიტს ეხმაურება

დეკემბერი 8, 2021
839
მსოფლიო

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავენ

დეკემბერი 7, 2021
799

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია