კრწანისის რაიონში. ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, ვანდალიზმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მემორიალის დაზიანება დღეს საღამოს მოხდა.
ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში აღნიშნული მემორიალი მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა.












