დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3306-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებულია, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.











