ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.
მათივე ცნობით, ექვს კოვიდცენტრში 246 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.
სულ 10 875 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 8 701 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 154 გარდაიცვალა.











