ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 285 ადამიანს, აქედან 100 მათგანს „კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 152 პაციენტი რჩება, მათგან 129 პაციენტი კოვიდინფიცირებულია, 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
14-15 ოქტომბერს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.











