ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3839-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 128 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1464 გახდა.











