ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 7 704 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 5 724 გამოჯანმრთელდა, ხოლო 101 პაციენტი კი გარდაიცვალა.











