ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 73 პაციენტია მოთავსებული. 22 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 10 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 182 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 129 პაციენტი, 7 027 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.











