ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტი 163 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 19 ადამიანს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. აფხაზური მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 აგვისტოს მონაცემებით, გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი იმყოფება.
დე ფაქტო რეჟიმის ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 221 ადამიანს გამოუვლინდა.
მათგან 80 ადამიანი უკვე განკურნებულია, ხოლო სამი შემთხვევა ფატალურად დასრულდა.











