ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 193 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ინფექცია 20-ს აღმოაჩნდა.
ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 52 ადამიანი მკურნალობს, მათგან 48-ს კორონავირუსი აქვს, სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 16 პაციენტი, გაგრის საავადმყოფოში – 13, ოჩამჩირეს საავადმყოფოში – 8, ტყვარჩელის საავადმყოფოშიც 5 პაციენტი მკურნალობს. კიდევ 18 კოვიდინფიცირებული სოხუმის რუსულ სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.











