საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 246 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 39 პირს.
მათივე ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 113 ინფიცირებული პაციენტი, 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის პერიოდში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 224 ინფიცირებული.











