ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7 136-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 5 187 პაციენტი. ხოლო 97 გარდაიცვალა, მათგან 2 ბოლო 24 საათში.











