ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირდა 75 და გარდაიცვალა 2 ადამიანი. გარდაცვლილები 82 და 73 წლის მამაკაცები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ საგანგებო შტაბი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 174 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 3 483 და სულ გარდაიცვალა 75 პაციენტი.
ავტორი: თეა შონია











