ე. წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 5 და დაინფიცირდა 142 ადამიანი.
მათივე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 4 ხოლო გალში 1 პაციენტი გარდაიცვალა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული COVID-19 დადასტურებული დიაგნოზით. ოჩამჩირეში – 16, ტყუარჩალში – 15, გაგრაში – 22, მოძრავ სამხედრო ჰოსპიტალში – 46 პაციენტი.
ოპერატიული შტაბი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ყველა საჭირო ზომები, რათა თავიდან აიცილონ ინფექცია.
ავტორი: თეა შონია











