ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 111 ახალი და ერთი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსით გარდაცვლილია 58 წლის ქალი.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 6511 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 4645.
ავტორი: თეა შონია











