ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 544 ადამიანს, მათგან 176-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 264 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.











