ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 4 პირი გარდაიცვალა.
24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 634 ადამიანს ჩაუტარეს, მათაგან ვირუსი 150-ს დაუდასტურდა.
სულ აფხაზეთში 8825 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 6872.
გარდაცვლილია 117 ადამიანი.
ე.წ. შტაბის ინფორმაციით,ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 86 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. ოჩამჩირეში – 24, ტყვარჩელის -15, გაგრის -40. სოხუმის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში კი 36.
ავტორი: თეა შონია











