ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილები არიან 88 წლის მამაკაცი და 84 წლის ქალი. მათ ორმხრივი პნევმონია და თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. ინფორმაციას ე. წ. საგანგებო შტაბი ავრცელებს.
ამასთან, კორონავირუსზე 402 მოქალაქე გამოიკვლიეს. ვირუსი 79-ს დაუდასტურდა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4505 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 2440 პირი, 47 კი გარდაიცვალა.
ავტორი: თეა შონია











