ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული „სპუტნიკი V“-ით სამხედრო პირების ვაქცინაცია დაიწყო.
სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, პირველი ეტაპისთვის ვაქცინის 500 დოზა ჩაიტანეს.
2 კომპონენტიანი ვაქცინის პირველი დოზა განრიგის მიხედვით ჩატარდა. თავდაპირველად მორიგეობაზე მყოფი სამხედროები აცრეს.
სამედიცინო პერსონალი და სამხედრო მეთაურები. მეორე ეტაპი კი 21 დღის შემდეგ ჩატარდება.
სააგენტო ირწმუნება, რომ ვაქცინაციის დაწყებამდე ყველა მოსამსახურეს ჩაუტარდა გამოკვლევა. გარდა ამისა, მათივე ცნობით, სამხედრო პირები „სპუტნიკი V“ -ით იცრებიან მხოლოდ ნებაყოფლობით, წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ავტორი:თეა შონია











