ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ანქვაბი თვითიზოლაციაში იმყოფება. იგი თავს ნორმალურად გრძნობს და დაავადება მსუბუქ ფორმებში აქვს. ასევე ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.
ამ ეტაპზე კორონავირუსის სიმპტომებიდან დე ფაქტო პრემიერს მხოლოდ ტემპერატურა აღენიშნება.
რამდენიმე დღის წინ ვირუსი ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც გამოუვლინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტორი:თეა შონია











