fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ოლეგ დეინეკა: გაბუნიაზე შესაძლო თავდასხმის გეგმაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა დადასტურდა

22:05 ივნისი 29, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
6.6k
ნახვა

გიორგი გაბუნიაზე შესაძლო თავდასხმის ბოროტ გეგმაში მიხეილ სააკაშვილის თანამონაწილეობა დადასტურდა – ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს „Новости Украины“ გენერალურმა დირექტორმა ოლეგ დეინეკამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა წინასწარ იცოდა ჟურნალისტის მკვლელობის მომზადების შესახებ და ამას უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს უმალავდა.

„როგორც ირკვევა მან წინასწარ იცოდა თავისივე ტელეარხის ჟურნალისტზე მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ და ამას უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს უმალავდა. ეს მტკიცდება სატელეფონო საუბრით სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის”, – განაცხადა დეინეკამ.

პრესკონფერენციას ესწრებოდა საინფორმაციო სააგენტოს პროდიუსერი ვალერი ტოლმაჩი, რომლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დიპლომატები, ბიზნესმენები და ჟურნალისტები, ეწეოდნენ გიორგი გაბუნიას უპრეცედენტო საერთაშორისო მედია-კამპანიას, რომლის სიცოცხლეზეც საბოლოოდ იგეგმებოდა თავდასხმის მცდელობა.

„შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის აღშფოთების, პროტესტის და შესაძლო პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა შეეძლო ტელეჟურნალისტის მკვლელობას. ახლა წარმოვიდგინოთ ამ ინციდენტის საერთაშორისო რეზონანსი, თუკი მოესწრებოდა გაბუნიას პიარკამპანიის განხორციელება“, – განაცხადა ვალერი ტოლმაჩმა.

მისივე თქმით, ამ საერთაშორისო პროექტის რეალიზაციის მიზნით, მათ სთხოვეს დაკავშირებოდნენ ამ პროექტის მომავალ კურატორს, ელისო კილაძეს. ოლეგ დეინეკას თქმით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გაიგეს, რომ ელისო კილაძე რამდენჯერმე იყო ნამყოფი უკრაინის ბორისპოლის აეროპორტში, სადაც მას ხვდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა. ამის დასტურად პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა წარმოადგინეს ვიდეო, სადაც ელისო კილაძეს ბორისპოლის აეროპორტში, მიხეილ სააკაშვილის დაცვა დახვდა.

„მოგვიანებით ჩვენმა ერთ-ერთმა წყარომ დაგვიდასტურა კილაძისა და სააკაშვილის ფინანსური თანამშრომლობის ფაქტი, კერძოდ მისი რეგულარული ავიარეისების გადახდის სახით და ასევე ჯილდოს სახით, რომელსაც იგი თითქოს დამოუკიდებელ ჟურნალისტს უხდიდა“, – განაცხადა ოლეგ დეინეკამ.

ვალერი ტოლმაჩის ინფორმაციით, სწორედ ელისო კილაძეს უნდა გაეწია კურატორობა და საერთაშორისო ჟურნალისტთა გუნდის ორგანიზება ამ მსხვილმასშტაბიანი საერთაშორისო პიარკამპანიისთვის, რომელიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას წინსვლას ემსახურებოდა , როგორც მომავალი ოპოზიციური ლიდერის, რომელიც სააკაშვილის ალტერნატივა იქნებოდა.

„მაშინ უკვე უცნაურად გვეჩვენა ორი რამ. პირველ რიგში ის, რომ მიხეილ სააკშვილის მომავალ ალტერნატივად წამოყენებული იყო ჟურნალისტი , რომელიც ცნობილია პუტინის მისამართით პირდაპირ ეთერში გაკეთებული უცენზურო მიმართვით იმ არხზე, რომელიც ეკუთვნის სწორედ სააკაშვილს. მეორე კი ის გარემოება გვეჩვენა უცნაურად, რომ გიორგი გაბუნიას პოლიტიკური პრომო კამპანია უნდა წარმართულიყო სააკაშვილთან დაახლოებული ჟურნალისტის კურატორობით, თუმცა მასთან ჩვენ პირდაპირ კავშირზე უნდა გავსულიყავით, შუამავლის გარეშე. იგი უნდა ყოფილიყო გიორგი გაბუნიასთან შუამავალი და მისი მედია-პოლიტიკური პიარის კურატორი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაში , პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში“, – განაცხადა ოლეგ დეინეკამ.

მისივე თქმით, არსებობს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი სააკაშვილსა და ადეიშვილს შორის.

„ადეიშვილი არ არის უბრალო ფიგურა, ეს არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ამ დრომდე იძებნება ზუსტად იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც განხორციელდა საქართველოში სააკაშვილის მმართველობის დროს. არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მას აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით და 6 თვით თითოეული დანაშაულისთვის”, – განაცხადეს პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა.

„ის არის ადამიანი, რომელიც აწარმოებს ყველა ფინანსურ ოპერაციას ელისო კილაძესთან ერთად, რომელიც კურირებდა გიორგი გაბუნიას საქმეს. ის ჩამოფრინდა კიევში, სააკაშვილთან პოლიტიკურ თემებზე მოსალაპარაკებლად და მისი გადაადგილების ფინანსური მხარეს სწორედ ადეიშვილი აკონტროლებდა. ამ სატელეფონო საუბარში სააკაშვილი და ადეიშვილი საუბრობენ გაბუნიაზე. სააკაშვილი საუბრობს, რომ მან იცოდა გაბუნიას მკვლელობისთვის მზადების შესახებ. ჩვენ ვთხოვეთ ქართველ კოლეგებს, მოესმინათ ამ ჩანაწერისთვის. გვაინტერესებდა ნამდვილად იმაზე საუბრობდნენ თუ არა რა ინფორმაციაც გავრცელდა. რადგან ჩვენ არ ვიცით ქართული ენა, მათ დაგვიდასტურეს რომ ჩანაწერი ზუსტად ამ შინაარსის იყო, სიტყვა სიტყვით გაშიფრული და რომ ეს ხმები ნამდვილად იყო სააკაშვილისა და ადეიშვილის. რომ ნიკა გვარამია, მთავარი არხის ხელმძღვანელი პირი, ნამდვილად არის სააკაშვილისა და ადეიშვილის ქვეშევრდომი, რომელიც ადეიშვილთან და სააკაშვილთან ერთად კერავდნენ გაბუნიას საქმეს ელისო კილაძის დახმარებით“, – განაცხადეს პრესკონფერენციაზე.

მათივე თქმით, სააკაშვილი უკრაინას არა მარტო ჟურნალისტების და საზოგადო აქტივისტების მოკვლით ემუქრება, იგი ღიად იმუქრება უკრაინაში შიმშილზე.

„სააკაშვილი ემუქრება ჩვენს ქვეყანას არა მარტო ჟურნალისტების და საზოგადო აქტივისტების მოკვლით, სააკაშვილი უკვე ღიად იმუქრება ჩვენს ქვეყანაში შიმშილზე. ანუ, ადამიანი, რომელიც აქ ვითომდა წესრიგის დასამყარებლად ჩამოვიდა და რეფორმების გასატარებლად, უკვე აფრთხილებს ქვეყანას რომ იქნება შიმშილი. სააკაშვილი არის ქართველი, მას აქვს პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც უნდა აიკრძალოს, რადგან ის არის საფრთხე ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. უფრო მეტიც, ის ანგრევს ამ სახელმწიფოს, ვგულისხმობ საქართველოს და ეს უკვე ჩვენი ქვეყნის დანგრევასაც ემსახურება. ის ქართველია, მისი ადგილი საქართველოშია, წავიდეს და იქ არკვიოს პრობლემები, კრიმინალური საქმეები რომლებიც უნდა დახუროს??? სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, შეისწავლოს ეს ფაქტიც და ასევე ყველა ის საქმე, რომელიც მისი და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ არის აღძრული საქართველოში. ამ დანაშაულებისთვის უნდა დაისაჯოს აქ, უკრაინის ტერიტორიაზე. ის წარმოადგენს საფრთხეს ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის და მთლიანად უკრაინის მოსახლეობისთვის“, – განაცხადეს პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა.

თეგები: გიორგი გაბუნიამიხეილ სააკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

დეკემბერი 27, 2021
800
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

დეკემბერი 12, 2021
937

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია