fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ოლივერ ვარჰეი: ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ქართველი ხალხის სასარგებლოდ

22:35 მაისი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
792
ნახვა

სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების თანამშროლობა გადამწყვეტია ნებისმიერ დემოკრატიული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, აუცილებელია რეფორმების გატარება, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა მოქალაქეს.

„სამოქალაქო სექტორი არის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობისას სამოქალქო საზოგადოებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ორი ასპექტში. პირველი არის დახმარების გაწევა ადგილობრივი საზოგადოებისთვის და იმ ჯგუფებისთვის, რომელიც დახმარებას საჭიროებენ. მეორე – სამოქალაქო საზოგადოება იყო სანდო მოსაუბრე მთავრობისთვის პოლიტიკის შემუშავებისას. ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ხალხის კავშირების გამყარება. ისევე როგორც მთავრობის საკონსულტაციო მექანიზმების გაუმჯობესება როგორც საერო ეროვუნულ, ისე რეგიონულ დონზე. „კოვიდ-19“ ჩვენ ყველას შეგვეხო და საქართველო გამონაკლისი არ არის. ევროკავშირმა სწრაფად იმოქმედა. ევროკავშირმა არსებითი სამედიცინო და ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს. ჩვენ ყველა ღონე ვხმარობთ, რათა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ. მხარს ვუჭერთ ვაქინაციას. სამოქალაქო საზოგადოებამ ეფექტურად იმოქმედა და შეავსო სახელმწიფოს ძალისხმევა, რათა დახმარება მიეღოთ ყველაზე დაზარალებულ ჯგუფებს. ჩვენ უკვე გამოვყავით 187 მილიონი ევროზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, რათა ხელი შევუწყოთ სოციალ-ეკონომიკურ აღდგენას. ვმუშაობთ მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის.

„ეს განხორციელდება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით. ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ თითოეული ქვეყნისთვის ფლაგმან პროექტებს, რათა ხელშესახები შედეგი იგრძნონ მოქალაქეებმა. ჩვენ ინვესტიციებს დავაბანდებთ კავშირების განმტკიცებაში, კერძოდ შავ ზღვაში, რათა მხარი დავუჭიროთ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ინვესტიციებს დავაბანდებთ ეკონომიკაში, კერძოდ კი მცირე საწარმოებში. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს აღდგენაში. ამას გავაკეთებთ მწვანე და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერით. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ახალგაზრდებს, განათლებას და სამეცნიერო კვლევებს, რათა უფრო ინოვაციური და კრეატიული ეკონომიკა შევქმნათ. ჩვენ ფოკუსირებული ვიქნებით მმართველობაზე, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოებაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე და კორუფციასთან ბრძოლაზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას და მთავრობას იმუშაონ ერთად, რათა ამ გადამწყვეტ სფეროებში პროგრეს მივაღწიოთ“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მისივე თქმით, საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის.

„ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ამბიციურ ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობას. ჩვენ უნდა გამოვიყენო ამ შეთანხმებების პოტენციალი სრულად, რათა ჩვენი ეკონომიკა და საზოგადოებები დავაახლოოთ. დარწმუნებული იყავით, რომ ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას, ქართველი ხალხის სასარგებლოდ“, – განაცხადა ვარჰეიმ.

თეგები: NATO-საქართველოოლივერ ვარჰეი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ბუში VS მერკელი – რატომ იქცა 2008 წელს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხი ორი ლიდერის დაპირისპირების მიზეზად

ივლისი 15, 2021
796
პოლიტიკა

ოლივერ ვარჰეი: მოხარული ვარ, რომ დეპუტატები დაბრუნდნენ პარლამენტში, ახლა ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას და ერთად იმუშაონ მისი შესრულებისთვის

ივლისი 7, 2021
773
პოლიტიკა

გიორგი გახარია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

ივნისი 17, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია