სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას მიესალმება.
ინფორმაციას ომბუდსმენის „ფეისბუქგვერდი“ ავრცელებს.
„კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები არის წინგადადგმული ნაბიჯი საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და სამართლიანი საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცეს. კენჭისყრას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ ესწრებოდნენ.










