ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის, ანატოლი კალიჩენკოს განცხადებით, გამოკვლევებმა ალექსეი ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ გამოავლინა. ინფორმაციას kearneyhub-ი ავრცელებს.
„საწამლავი ან საწამლავის კვალი მის ორგანიზმში არ აღმოჩნდა. მოწამვლის დიაგნოზზე მაინც ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პაციენტმა მოწამვლა გადაიტანა“, – განაცხადა ანატოლი კალიჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვიტოს მოხვდა. წინასწარი ვერსიით, ის მოწამლულია.
ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორის, ივან ჟდანოვის ინფორმაციით, ნავალნის ორგანიზმში პოლიციის წარმომადგენელმა საშიში ნივთიერების აღმოჩენა დაადასტურა.











