“როდესაც ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა OMV Petrom-ი, გამოხატავს მზაობას, დაიწყოს სამუშაოების პირველი ფაზის განხორციელება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემო გვაქვს”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„მინდა გამოვეხმაურო ეკონომიკის სამინისტროს მიერ დადებულ შეთანხმებას ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიულ კომპანია OMV Petrom-თან. ეს კონტრაქტი ითვალისწინებს საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობისა და გაზის ძიების სამუშაოების დაწყებას. როდესაც ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა OMV Petrom-ი, გამოხატავს მზაობას, დაიწყოს სამუშაოების პირველი ფაზის განხორციელება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემო გვაქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.










