ონის მუნიციპალიტეტში კლდე ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ორმხრივად ჩახერგა. ონის მერიის ინფორმაციით, ე.წ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა აკრძალულია.
„ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და106კმ.შორის გზის მონაკვეთის წმენდა მიმდინარეობს, თუმცა გზაზე არსებული ვითარების და კომენდანტის საათის გათვალისწინებით აღნიშნულ მონაკვეთზე ღამის განმავლობაში შეზღუდული იქნება მიმოსვლა. გზის წმენდას ახორციელებს შ.პ.ს ამბროლაურიგზა-7“, – ნათქვამია განცხადებაში.








