უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ქალაქ ლუცკში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.
„საგანგაშო ინფორმაციაა ლუცკიდან. დილით, 9:25 საათზე პოლიციის განყოფილებაში მამაკაცმა დარეკა და თქვა, რომ ავტობუსი გაიტაცა, ტრანსპორტში მყოფი ადამიანები კი, მძევლებად აიყვანა. ოპერაცია „მძევალი“ ამ წუთებში მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს“, – აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს.











