ოპონენტებს უნდოდათ საარჩევნო კამპანიის პერიოდში პანაშვიდზე ევლოთ და ხელისუფლება გაელანძღათ, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.
„კარგია რომ ეს ფაქტი დამთავრდა იმით, როგორც დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი ჯერ დამთავრებული არ არის. მე ვიცი რომ ამ საკითხზე გამოძიება ინტენსიურად მუშაობს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.











