ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წამოვა, ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს განიხილავს
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ თუ ასეთ ვითარებაში მივედით, თუ პოლიტპატიმრები იქნებიან და არაფერი არ იქნება შეცვლილი, დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიცია განიხილავს მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს, როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტს ხელისუფლებაზე ზეწოლის”, – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბოლოს 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა. შემდეგი კი 2021 წელს ჩატარდება.











